ჩვენი ხედვა

ომედია სტუდიას აქვს ამბიცია, რომ გააჩნდეს ყველაზე განსხვავებული და პროფესიონალური ხედვა ვებ-დეველოპმენტის სფეროში. ჩვენთვის ყოველი კონკრეტული პროექტი ცალკეული გამოწვევაა და არა მორიგი პროდუქტი კონვეირზე. იგი მაქსიმალურად ხარისხიანად და, რაც მთავარია, ეფექტურად უნდა შესრულდეს.

მთავარი მიზნის განსაზღვრაა

ჩვენთვის ვებსაიტი კომპლექსური მარკეტინგული ინსტრუმენტია, და არა უბრალოდ ფორმალური ატრიბუტი, რომელიც ყველა კომპანიას უნდა გააჩნდეს. ნებისმიერ ინსტრუმენტს კი თავისი ზუსტად განსაზღვრული მიზანი და გამოყენების დანიშნულება აქვს. ამიტომაც, ომედიაში ახალ პროექტზე მუშაობა პირველ რიგში მისი მიზნის განსაზღვრით იწყება.

ჩვენი საიტები იქმნება ცოცხალი ადამიანებისთვის

ჩვენ ვმუშაობთ ერთი ძველისძველი პრინციპით — როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან. ომედიაში შექმნილი საიტები მთლიანად მომხმარებლებზეა გათვლილი, მათთვის გასაგებად და სასიამოვნოდ. ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ აზროვნება, სიამოვნების შეგრძნება და არც ისე ბევრი დრო, რომ საიტის ჩახლართულ სტრუქტურაში გაერკვნენ.

ადამიანები იგნორირებას უკეთებენ საიტებს, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ ადამიანებს

ყველა პროექტი უნიკალურია, თუმცა მათ უმრავლესობას ერთი რამ აქვს საერთო — ისინი ადამიანებისთვის იქმნება. სამწუხაროდ, დღეს არსებული საიტების უმრავლესობა ადამიანებს იგნორირებას უკეთებენ. ისინი მოვალეობის მოხდის მიზნითაა შესრულებული და მომხმარებლებისგან ინფორმაციის მიღებისთვის თითქოს გამიზნულად მოითხოვენ მაქსიმალურ ძალისხმევას. ხოლო, როდესაც საიტი არ აქცევს ყურადღებას ადამიანს, მაშინ ადამიანიც მსგავსად იქცევა ამ საიტის მიმართ.

ჩვენ გვიყვარს ვები და მისი სტანდარტები

ვებ-ტექნოლოგიები ყველაზე ცოცხალი და სწრაფად განვითარებადი სფეროა. ყოველთვის მაღალხარისხიანი ნამუშევრებისთვის კი ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, ტრენდებს და მიმდინარეობებს. ჩვენ ყოველთვის პირველები ვართ ინოვაციურ მიდგომებში და არ გვაშინებს მსოფლიო პრაქტიკის ლოკალურ ბაზარზე ადაპტირება. სწორედ ეს განაპირობებს ომედიას პროდუქტების უმაღლეს ხარისხს როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკური მახასიათებლებითაც.

დასახული მიზნის მიღწევა უმთავრესია

დღევანდელ მსოფლიო ინტერნეტში გამართული და სემანტიკური კოდი საიტის უმთავრესი მახასიათებელია. სწორედ იგი უზრუნველყოფს იმას, რომ საძიებო სისტემები საბოლოო პროდუქტისადმი მაქსიმალურად ლოიალურად იქნებიან განწყობილი და საიტი ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე თავის ფუნქციას შეინარჩუნებს. ჩვენი საიტები ყველაზე მობილური და ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ საიტთან წვდომა თითქმის ნებისმიერი ვებ-მოწყობილობით იქნება რეალური. საიტზე შესვლისას, ყველაზე დაბალი შესაძლებლობების მქონე ბრაუზერით აღჭურვილი მომხმარებელიც კი მიიღებს სასურველ ინფორმაციას. ჩვენ არ ვცვლით ამ უმთავრეს პრინციპს თვალისმომჭრელ და დინამიურ ეფექტებზე, ამიტომაც ფლეშს და მსგავს საპრეზენტაციო ტექნოლოგიებს ვიყენებთ მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ — ისეთი ვიზუალური ელემენტების გაფორმებისას, რომლის არარსებობაც საიტის მთავარ მიზანს — ინფორმაციის მიწოდებას, ხელს არ შეუშლის.

English