მუშაობა სტუდიაში

წარმატებულ, ცოცხალ და ენერგიულ გუნდში მუშაობა დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ეს მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც თავადაა ასეთი :)

ჩვენი სტუდია ზრდა-განვითარების პროცესში სწორედ ასეთ ადამიანებს იკრებს გარშემო. ომედიას ყოველი წარმატება ამ პროფესიონალური და, რაც მთავარია, მეგობრული გუნდის დამსახურებაა.

ვაკანსია: უმცროსი პროგრამისტი

ომედია ეძებს უმცროს ვებ-პროგრამისტს, რომელიც ჩვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ყველაზე ხარისხიანი და საამაყო პროექტების შექმნაში. მაგისტრის ხარისხი, სამოტივაციო წერილები და ოჯახის წევრების ბიოგრაფიები აუცილებელი არ არის. აუცილებელია საშუალოზე მაღალი IQ, გახსნილი ხასიათი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

თუ გქონიათ მოსერიოზულო შეხება php-სთან, html-მაკეტის აწყობასთან და ზოგადად, ვებსაიტების დამზადებასთან, აუცილებლად მოგვწერეთ რამდენიმე სიტყვით თქვენს შესახებ. მოგვიყევით რა გამოცდილება გაქვთ, რა პროექტები გაგიკეთებიათ, წერილს მიამაგრეთ თქვენი დაწერილი კოდის მაგალითები ან github-პროფილის მისამართი (თუნდაც ერთი ფუნქცია ან კლასი) და გამოაგზავნეთ მისამართზე iwanttowork@omedia.ge

ამჟამად ჩვენთან მეტი ვაკანსია არ არის. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნე ხალხის კონტაქტები ნებისმიერი სტუდიისთვის დიდი სიმდიდრეა.

ამიტომ, თუ თქვენ:

  • ლაპარაკობთ გამართული HTML/CSS/JavaScript-ით, ან თუ
  • აწყობთ გვერდის სემანტიკურ და სუფთა მაკეტს ცხრილების გარეშე, ან თუ
  • რამოდენიმე დღეში აწყობთ დინამიურ ვებ-აპლიკაციებს, ან თუ
  • სპეციალიზირდებით მონაცემთა ბაზების არქიტექტურაზე, ან თუ
  • ზეპირად იცით php.net და ობიექტზე ორიენტირებული ვებ-პროგრამირება, ან თუ
  • ქმნით მაღალი სირთულის Flash-აპლიკაციებს, ან თუ
  • ხატავთ ულამაზეს საიტებს და პატივს ცემთ პიქსელს, ან თუ
  • ქმნით ორიგინალურ ლოგოებს და კორპორატიულ სტილს, ან თუ
  • ხართ შთამბეჭდავი ნამუშევრების ავტორი ილუსტრატორი, ან თუ
  • აკეთებთ თითქმის შეუმჩნეველ რეტუშირებას, ან თუ
  • გაქვთ ბეჭდური დიზაინის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, ან თუ
  • ამზადებთ დეკორატიულ და სასტამბო შრიფტებს, ან თუ
  • რამოდენიმე კვირაში წევთ საიტს SERP-ის ზედა პოზიციებზე, ან თუ
  • უბრალოდ გაქვთ ბევრი საინტერესო და პერსპექტიული იდეა —

დაგვიკავშირდით და მოგვიყევით თქვენ შესახებ. ომედიას დამატებითი ძალა ნებისმიერ დროს შეიძლება დაჭირდეს.

English