პირველები

ომედია დაარსების დღიდან ფეხდაფეხ მისდევს ვებ-ტექნოლოგიების სფეროს; სფეროს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ვითარდება. სტუდიის გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური პროექტებითა და უახლესი გადაწყვეტილებების სწრაფი ათვისებით. ამიტომაც, ქართულ ბაზარზე სწორედ ომედია იყო (და არის) პირველი სტუდია, რიგ მიდგომებსა და ტექნოლოგიებში:

Drupal-დეველოპმენტის სერვისი

2011 წლიდან ომედიამ საქართველოში პირველად დაიწყო Drupal-პლატფორმაზე დეველოპმენტის პროფესიონალური სერვისის შეთავაზება. Drupal მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, სანდო და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პლატფორმაა მაღალი სირთულის ვებსაიტებისთვის. მასზე მუშაობენ ისეთი მნიშვნელობის კომპანიების და ორგანიზაციების ვებ-რესურსები, როგორებიცაა აშშ-ს თეთრი სახლი, IKEA, ING, ლუვრის მუზეუმი, Linux Foundation, გაერო, Nokia, Greenpeace და სხვ.

გადასვლა HTML5-სპეციფიკაციაზე

2010 წელს ომედიაში პირველი ქართული კომერციული საიტი დამზადდა HTML5-ის გამოყენებით. უახლესი სპეციფიკაციის მიხედვით შექმნილი საიტი სრულად იყენებდა ახალი სტანდარტის ყველა უპირატესობას, როგორც ოპტიმიზირებული კოდის, ასევე გაუმჯობესებული სემანტიკური მოდელის კუთხითაც.

კამპანია სოციალურ მედიაში

2008 წელს პირველი მასშტაბური სარეკლამო კამპანია სოციალური მედიის გამოყენებით, სწორედ ომედიაში დაიგეგმა და განხორციელდა. შეიქმნა ოფიციალური გვერდები Facebook-ზე, Flickr-ზე, Myspace-სა და YouTube-ზე ახალი ქართული ფილმისთვის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. ეს პროექტი სოციალური არხების კომპლექსური გამოყენების პირველი პრეცედენტი იყო საქართველოში.

iOS-ოპტიმიზირებული საიტები

2008 წელს ომედიამ პირველი ქართული საიტი შექმნა, რომელიც სპეციალურად iPhone-ის ბრაუზერისა და ეკრანისთვის იყო ოპტიმიზირებული. სტუდიის საიტი სტილისტურად და ფუნქციონალურად იმეორებდა iOS-ის ინტერფეისის დამახასიათებელ დეტალებს და ფეხდაფეხ მისდევდა მობილური ვების უახლეს პრინციპებს.

სტანდარტიზებული მარკაპი

2007 წელს ომედია პირველი სტუდია იყო, რომელმაც ყველა ნამუშევრის შესრულება W3C კონსორციუმის სტანდარტების შესაბამის მარკაპზე დაიწყო. სტუდიამ უარი თქვა მოძველებულ ტექნოლოგიებზე და ე.წ. tabled-layout-ებზე, დაარსების დღიდან ყველა პროექტი გამართული, სემანტიკური და საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირებული კოდით იქმნება.

English