სტუდიის შესახებ

ომედია სტუდია ინტერაქტიულ და ვიზუალურ მედია-სფეროში მოღვაწე კომპანიაა. აქ არ კეთდება ჩვეულებრივი ვებსაიტები. ჩვენთან იქმნება საერთაშორისო ინტერნეტ-სტანდარტების შესაბამისი, გამართული, მოხერხებული და ადამიანებზე ოპტიმიზირებული ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტები.

სტუდია ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესიონალების მიერ 2007 წელს დაარსდა. პირველივე დღიდან, სტუდიის მიზანი ქართული ინტერნეტ-სივრცის გამოცოხლება და მისი თანამედროვეობასთან მიახლოება იყო.

დღეს ჩვენ სერვისების ფართო სპექტრს ვთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულს იმაში, რომ მას ან მის კომპანიას ქონდეს ნამდვილად ხარისხიანი და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვებსაიტი.

ჩვენ კარგად გამოგვდის:

  • ვებსაიტების და გრაფიკული ინტერფეისის დიზაინი
  • ვებსაიტები და ვებ-აპლიკაციები
  • მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი
  • კორპორატიული ბლოგების შექმნა და კონსულტაციები
  • ვებსაიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
  • სოციალური აპლიკაციების დეველოპმენტი
  • ბრენდინგი, ლოგოს დიზაინი
  • კოპირაიტინგი და კონტენტით უზრუნველყოფა
  • სარეკლამო ვებ-კამპანიის დაგეგმარება

ყველაფერ ამას ვაკეთებთ ხარისხიანად და მთელი მონდომებით, შედეგიც შესაბამისია ხოლმე. ომედიას ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევა დეტალებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, განსხვავებული მიდგომითა და იდეოლოგიით. ჩვენი ხედვის შესახებ დაწვრილებით აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

English