ომედია სტუდია

სტუდია სტუდიის შესახებ

ომედია სტუდია ინტერაქტიულ და ვიზუალურ მედია-სფეროში მოღვაწე ახალი კომპანიაა. აქ არ კეთდება ჩვეულებრივი ვებსაიტები. ჩვენთან იქმნება საერთაშორისო ინტერნეტ-სტანდარტების შესაბამისი გამართული, მოხერხებული და ადამიანებზე ოპტიმიზირებული ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტები.

ცოტა ისტორია:

ომედია სტუდია ახალგაზრდა და ნიჭიერი პროფესიონალების მიერ 2007 წელს შეიქმნა. პირველივე დღიდან, სტუდიის მიზანი ქართული ინტერნეტ-სივრცის გამოცოხლება და მისი თანამედროვეობასთან მიახლოება იყო. ჩვენი ერთადერთი საქმიანობა ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ახლებური, ენერგიული და ხარისხიანი კონტენტის შემცველი პროექტების შექმნა უნდა ყოფილიყო.

თუმცა, მალევე მივხვდით, რომ მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ საკუთარი პროექტების წარმოებაში არ შეგვეზღუდა და სხვა კომპანიებსაც დავხმარებოდით ხარისხიანი ვებსაიტების გაკეთებაში. :)

ომედია დღეს:

დღეს ჩვენ რამოდენიმე სახის სერვისს ვთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულს იმაში, რომ მას ან მის კომპანიას ქონდეს ნამდვილად ხარისხიანი და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვებსაიტი.

ჩვენ კარგად გამოგვდის:

  • ვებსაიტების დიზაინი და გრაფიკული ინტერფეისის დაგეგმარება
  • ვებგვერდის მაკეტის აწყობა და client-side პროგრამირება
  • ვებსაიტების და ვებ-აპლიკაციების დაპროგრამება
  • კორპორატიული ბლოგების შექმნა და კონსულტაციები
  • ვებსაიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
  • ვებზე დაფუძნებული სხვადასხვა სირთულის გადაწყვეტილებების დეველოპმენტი
  • საკანცელარიო და საბეჭდი პროდუქციის დიზაინი (სავიზიტო ბარათები, ბროშურები, პოსტერები, ქოვერები...)
  • ბრენდინგი, ლოგოს დიზაინი და კორპორატიული სტილის შემუშავება
  • კოპირაიტინგი და კონტენტით უზრუნველყოფა
  • საინფორმაციო ან საიმიჯო კამპანიის ვებ-მიმართულების დაგეგმარება და კონსულტირება

ყველაფერ ამას ვაკეთებთ ხარისხიანად და მთელი მონდომებით, შედეგიც შესაბამისია ხოლმე :) ომედიას ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევა დეტალებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, განსხვავებული მიდგომითა და იდეოლოგიით. ჩვენი ხედვის შესახებ დაწვრილებით აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D