ომედია გთავაზობთ პროფესიონალური ვებსაიტის შექმნის, განთავსების და მართვის ერთიან პაკეტს
ფიქსირებულ ფასად!
სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ხარისხიანი ვებსაიტი დღეს აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ მისი შექმნის და შენახვის საშუალება (ან ნერვები) ყველას არ აქვს. სწორედ ამიტომ, სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ომედიამ შეიმუშავა უნიკალური შეთავაზება, რომელიც მარტივად წყვეტს საიტის არსებობის 3 მთავარ ამოცანას:
ვებ-დეველოპერის, დიზაინერის და მენეჯერის „იაფი და კარგი“ მომსახურება არ არსებობს. ამიტომ დღეს, ხარისხიანი ვებსაიტის შექმნა რამდენიმე ათასი ლარის ხარჯია და პროცესი თვეების მანძილზე გრძელდება. ეს გამართლებულია დიდი ბიზნესის და კომპლექსური პროცესების შემთხვევაში, როდესაც სტანდარტული ფუნქციონალის ვებსაიტი საკმარისი არ არის. თუმცა ხშირად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს გაუმართლებელი ხარჯია.
ჩვენმა გუნდმა 9 წლიანი გამოცდილებით შეძლო და სწორი დაგეგმვითა და მენეჯმენტით, სტანდარტული ფუნქციონალის ვებსაიტების შექმნის პროცესის დრო და საფასური მინიმუმამდე დაიყვანა. თქვენ ირჩევთ თანამედროვე ვებსაიტის სტრუქტურის ვარიანტებიდან სასურველს, ჩვენი გუნდი კი არგებს მას თქვენი კომპანიის იმიჯს, ფერებს და საქმიანობას, გაძლევთ რჩევებს საიტის მასალის და ტექსტების შესახებ. ეს ყველაფერი კი, მაქსიმუმ ორ კვირაში, ეფექტური ვებსაიტით სრულდება.
ჰოსტინგი (განთავსება სერვერზე) ყველა ვებსაიტს სჭირდება. როგორც წესი, ეს გულისხმობს დამატებითი სერვისის შეძენას ჰოსტინგ-პროვაიდერთან, მისი შერჩევის და უსაფრთხოდ მართვის პროცესს. ნებისმიერი ზომის საიტისთვის სწორად შერჩეული ინფრასტრუქტურა აუცილებელია. ეს კი სპეციალისტის ფუნქციაა და ხშირად, შესაბამისი კადრის გარეშე, მცირე ზომის კომპანიები არასწორ გათვლას აკეთებენ და ზედმეტად ბევრს იხდიან მსგავს მომსახურებაში.
ჩვენი სერვისით შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ ჰოსტინგის არსებობა. თქვენ აღარ გიწევთ დამატებით პროვაიდერთან ურთიერთობა, დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება და ყოველთვიური გადასახადების გადახდა. ახლად შექმნილი ვებსაიტი, დამატებითი ხარჯის გარეშე, ჩვენი სპეციალისტების მიერ თავსდება სწრაფ სერვერზე, საქართველოს ტერიტორიაზე და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი თავის ტკივილია.
ვებსაიტის შექმნა მხოლოდ დასაწყისია. ინფორმაციის განახლების გარეშე, მისი არსებობა აზრს კარგავს. როგორც ყველაფერს, ვებსაიტის მართვასაც ცოდნა სჭირდება (როგორი მოხერხებული „სამართავი პანელიც“ არ უნდა ჰქონდეს მას). მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს შესაბამისი კადრები ან PR/მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ, სპეციალისტის გარეშე განთავსებული ინფორმაცია ხშირად უხარისხოა და ამ შეცდომას ყველაზე დიდი კომპანიებიც კი უშვებენ.
შეთავაზება არ გულისხმობს მხოლოდ ვებსაიტის დამზადებას, ჩვენ მის მართვასაც საკუთრ თავზე ვიღებთ. კომპანიის ნებისმიერი სიახლის ან ცვლილების შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ აგზავნით ელფოსტას ჩვენს წარმომადგენელთან, რომელსაც დაურთავთ საიტზე მოსათავსებელ მასალებს, ნებისმიერ ფორმატში. მიღებული კონტენტის „ფორმაში მოყვანაზე“, ეფექტურად ადაპტირებაზე და განთავსებაზე კი ჩვენი სპეციალისტები იზრუნებენ.
სრული სერვისის — ვებსაიტის დამზადების, განთავსების და მართვის ღირებულება:
900ლარი შეხვედრის დანიშვნა
ყოველგვარი „პაკეტების“ გარეშე, ნებისმიერ ვებსაიტს შეიძლება ჰქონდეს:
ყველას. მიუხედავად თქვენი ბიზნესის ზომის და აუდიტორიისა, პროფესიონალური ვებსაიტი დღეს ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორიც ლოგო ან სახელი.
იხილეთ ამის 7 ძირითადი მიზეზი:
დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ინტერნეტს მომსახურების ან პროდუქტის საძებნელად. თუ თქვენ არ არსებობთ ინტერნეტში ან არსებობთ წლების წინ, ნაცნობის მიერ შეკოწიწებული საიტით, მომხმარებელი აუცილებლად აირჩევს იმ კონკურენტს, რომლის „ინტერნეტ-ოფისიც” უფრო მიმზიდველი იქნება.
თქვენი ბიზნესი ხდება უფრო სანდოწარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტი დიდი სავაჭრო ცენტრია. ამ სივრცეში საკუთარი „ფილიალის“ გახსნა უკვე დიდი ნაბიჯია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი ეძებს პროდუქტებს და სერვისებს ინტერნეტში და თქვენი ბიზნესი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად.
კომპანია ხდება უფრო ცნობადი და იძენთ ახალ მომხმარებლებსშეხედეთ ვებსაიტს, როგორც ელექტრონულ ბროშურას ან ბუკლეტს, რომელსაც მხოლოდ ერთხელ „ბეჭდავთ”, ავრცელებთ შეუზღუდავი „ტირაჟით” და რომელიც არასოდეს ძველდება, რადგან ინფორმაციის განახლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
მომხმარებლები უფრო მარტივად ღებულობენ ინფორმაციასთქვენი ვებსაიტი ყოველთვის ღიაა, ყოველ დღე და დღეში 24 საათი. თქვენ არ იცით, როდის გადაწყვეტს პოტენციური მომხმარებელი გეგმების დაწყობას ან პროდუქტის შერჩევას. ვებსაიტი კი დღის ნებისმიერ დროს იძლევა უახლეს ინფორმაციას თქვენი კომპანიის შესახებ.
ვებსაიტი 24 საათიანი „საინფორმაციო სამსახურია”ბევრი ბიზნესისთვის მთავარი უპირატესობა მათი პროდუქცია ან ნამუშევრებია. ინტერნეტი საუკეთესო მედიუმია იდეალური პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად. ამისთვის კი ფოტო, ვიდეო გალერეები, ინტერაქტიული პორტფოლიოები და კატალოგები — შეუცვლელი საშუალებაა.
ვებსაიტი პროდუქციის ან ნამუშევრების ჩვენების საუკეთესო საშუალებაასაკუთარი პროდუქციის ან სერვისის აღწერა ყოველი პოტენციური მომხმარებლისთვის, ტელეფონით ან პირადად, ხანგრძლივი პროცესია. ვებსაიტი გაყიდვების ვირტუალური აგენტი და კონსულტანტია, რომელიც ყოველთვის სწორად გათვლილ, შთამბეჭდავ და ეფექტურ პრომოუშენს ეწევა, ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ვებსაიტი გიზოგავთ დროს და ენერგიასმარკეტინგული აქტივობის ვერცერთი ფორმა ვერ იტევს სრულად იმ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც თქვენი ბიზნესის შესახებ გსურთ. სწორედ ამიტომ, ყველა ბილბორდზე, ტელე-რეკლამაში თუ პრინტში, საიტის მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი მისამართის მითითება დაუწერელი კანონია.
ვებსაიტით ლოგიკურად აგრძელებთ მარკეტინგულ კომუნიკაციასეს კითხვა უკვე არასწორია. ორივე არხი აუცილებელია, რადგან მათი ფუნქციები — განსხვავებულია.
ფეისბუქის გვერდი (ან „პეიჯი“) მომხმარებლებთან მუდმივი, დინამიური კომუნიკაციისთვის არის საჭირო. სიახლეების გასავრცელებლად, უკუკავშირის მისაღებად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და იმიჯის ჩამოსაყალიბებლად, სოციალურ ქსელებში აქტიურობა აუცილებელია.
მაგრამ ეს უბრალოდ ერთ კონკრეტულ საიტზე არსებული პროფილია, რომლის მხოლოდ ფიქსირებული ფუნქციებია თქვენს ხელში. ფეისბუქზე ყველა გვერდი ერთნაირია, რომლის შესაძლებლობებს თავად ფეისბუქი წყვეტს და იმ მიზნებისთვის, რისთვისაც არსებობს ვებსაიტი, არ გამოდგება.
ფეისბუქზე არავინ ეძებს ზოგადად მომსახურებას ან პროდუქტს, ამისთვის ინტერნეტის საძიებო სისტემები (მაგალითად, Google) გამოიყენება, რომელიც უმეტესი საძიებო სიტყვების შედეგად, პირველ რიგში სრულფასოვან საიტებს აჩვენებს და მხოლოდ შემდეგ — გვერდებს სოციალურ ქსელებში.
ძიებიდან შემოსული მომხმარებლისთვის ვებსაიტი ბევრად კომფორტულია, ვიდრე — ფეისბუქის პეიჯი. იგი ფეისბუქზე ვერ ნახავს ინფორმაციას იმ მიმდევრობით და დოზით, როგორსაც თქვენ გათვლით საიტზე. სერვისების ან პროდუქციის სანახავად, ათობით „გასართობი“ და „საინტერესო“ პოსტის გავლა მოუწევს, ვერც მომსახურებების ფასებს იპოვის ისე მარტივად, როგორც საიტის მენიუთი და ვერც საკონტაქტო ინფორმაციას, თბილისის სრულყოფილ რუკაზე.
ფეისბუქის პეიჯს საკუთარი, უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს, მაგრამ დღეს, მისი საიტის შემცვლელად ჩათვლა ისეთივე დიდი შეცდომაა, როგორიც — მხოლოდ საიტის არსებობა, ფეისბუქის პეიჯის გარეშე.
ომედია 9 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ვებსაიტებს, კომპლექსურ ვებ და მობილურ აპლიკაციებს ამზადებს.
ჩვენ გვენდობიან საქართველოს წამყვანი კომპანიები, ვისთან ერთადაც წლების მანძილზე უამრავი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული.
ამიერიდან, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სტუდიის სპეციალისტები მზად არიან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ყველა ზომის ბიზნესს, ყველაზე ხელმისაწვდომი ბიუჯეტით და დაეხმარონ მათ განვითარებასა და მეტი წარმატების მიღწევაში.
ჩვენი კომპანია და შეთავაზება გარანტია, რომ თქვენი ვებსაიტი და მოთხოვნები არასოდეს დარჩება ყურადღების გარეშე.
შექმენით ახალი ვებსაიტი ომედიას სპეციალური შეთავაზებით! დანიშნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სერვისის შესახებ.
ომედია სტუდია
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #20
ტელეფონი: 558 17 00 11
ელფოსტა: smb@omedia.ge