Drupal დეველოპმენტი
დრუპალი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, სანდო და ავტორიტეტული ვებ-პლატფორმაა. ეს არის Enterprise-დონის გადაწყვეტილება, რომელმაც სრულად შეცვალა წარმოდგენა სტანდარტულ ვებ-დეველოპმენტზე. მას იყენებს და მუდმივად ავითარებს მსოფლიოს 630 000-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია და დეველოპერი, რაც ამ სისტემას უნიკალურს ხდის.
დრუპალი Open Source პროდუქტია, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, დედამიწის ყველა წერტილიდან, მუდმივად მუშაობენ, ავითარებენ და უზრუნველყოფენ მის ხარისხს, დაცულობასა და მუდამ უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერას.
ყველა ჩამოთვლილ ღირსებასთან ერთად, დრუპალი ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალფუნქციური სისტემაა. იგი არ არის სტანდარტული CMS, რომლის დაყენება და გამართვა წამებში ხდება. ეს ვებსაიტის საძირკველია, რომელზეც ახალი პროდუქტის აშენებას სწორი მიდგომების, პროგრამირებისა და დრუპალის სპეციფიური პრინციპების ზედმიწევნი ცოდნა ჭირდება.
ომედია გთავაზობთ უნიკალურ შანსს, მიიღოთ დე-ფაქტო სტანდარტად ქცეულ დრუპალის ბაზაზე დაფუძნებული, ნებისმიერი სირთულის ვებსაიტი.
დრუპალის ხარისხსა და სანდოობაზე, ომედიას გუნდთან ერთად, მთელი მსოფლიოს ნახევარ მილიონზე მეტი დეველოპერია პასუხისმგებელი.
დაგვიკავშირდით ახლავე ან შეავსეთ პროექტის ბრიფი.
ჯერკიდევ ყოყმანობთ? მაშინ გადახედეთ იმ კომპანიების და ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს, რომელთაც საკუთარი IT-გადაწყვეტილება დრუპალზე დააფუძნეს:
-
Government of UK
-
Stanford University
-
Emmy Awards
-
The Linux Foundation
-
AlJazeera
-
Prime Minister of Jamaica
-
The Washington Post
-
Yahoo!
-
Mattel
-
Amnesty International
-
New York State Senate
-
The Economist
-
Ericsson
-
MTV
-
American Red Cross
-
Warner Bros. Records
-
US White House
-
Human Rights Watch
-
Government of Australia
-
ABC
-
Beyonce
-
Cartoon Network
-
Grammy Awards
-
PINK
-
Fox News
-
California Institute of Technology
-
Fox Searchlight
-
Government of France
-
Fast Company
-
9/11 Memorial
-
nVidia
-
King of Belgium
-
.Net Magazine
-
Duke University
-
National Geographic
-
Bravo TV
-
Mercedes-Benz CA
-
IKEA
-
Lucas Arts
-
Zappos
-
Danone
-
WWE