ომედია სტუდია

პროდუქტები საიტ არქიტექტი

საიტ არქიტექტი უნივერსალური CMS-ია, რომლის ბაზაზეც ომედიაში ნებისმიერი სირთულის საიტი იქმნება.
მოხერხებული ინტერფეისის, კონტენტის შეუზღუდავი მოცულობის და მოქნილობის საოცარი კომბინაცია ამ პრემიუმ-სისტემის მთავარი ღირსებაა. :)

აი მოკლედ იმ ძირითად თვისებებზე, რომლითაც საიტ არქიტექტი გამორჩეულია:

  • პლატფორმისგან დამოუკიდებლობა

    საიტ არქიტექტის ადმინისტრატორის პანელი პლატფორმისგან დამოუკიდებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ საიტის სამართავად სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება არ არის აუცილებელი.

    თქვენი ვებსაიტის კონტენტის შესაცვლელად მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი და ნებისმიერი თანამედროვე ბრაუზერი იქნება საჭირო.

  • ადვილად აღსაქმელი, ორენოვანი ინტერფეისი

    სამართავი პანელის ინტერფეისი სპეციალურადაა გათვლილი იმგვარად, რომ მასთან მუშაობა ერთნაირად ადვილი და მოხერხებული იყოს ნებისმიერი გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.

    საიტის კონტენტის სამართავად საკმარისია კომპიუტერთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების ქონა. პანელის ორენოვანი ინტერფეისი საშუალებას იძლევა, მასზე იმუშაონ როგორც ქართული, ასევე ინგლისური ენის მცოდნე ადამიანებმა.

  • თანამედროვე სტანდარტები და მიდგომა

    საიტ არქიტექტი ვებგვერდთან მუშაობისას ითვალისწინებს თითქმის ყველა საერთაშორისო სტანდარტსა და რეკომენდაციას. სამართავი პანელის ინტერფეისში სრულადაა გამოყენებული თანამედროვე ბრაუზერების დინამიური შესაძლებლობები, რაც მას კიდევ უფრო სასიამოვნო მოსახმარს ხდის.

    სისტემის მიერ გენერირებულ client-side ნაწილში მაქსიმალურადაა გამოყენებული სემანტიკური და გამართული კოდი, საძიებო სისტემებზე მორგებული დეტალები, „ადამიანური“ URL-ები და სხვა მსგავსი ელემენტები.

  • მულტიენოვანი საიტის მხარდაჭერა

    საიტ არქიტექტი გათვლილია როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ენოვანი საიტების სამართავად. ვებგვერდის სხვადასხვა ენოვანი ვერსიების რაოდენობა ფაქტიურად შეუზღუდავია.

    სპეციალური სისტემის საშუალებით, შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ენობრივი ვერსიების სტრუქტურის ერთმანეთთან სინქრონიზება, ისე — მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა.

  • სტრუქტურისა და კონტენტის მოქნილი მართვა

    თავად CMS-ის არქიტექტურა საშუალებას იძლევა სტრუქტურა იმართებოდეს მოქნილად და ნებისმიერი პრინციპის მიხედვით — საიტის სექციების რაოდენობა, მათი წყობა და იერარქიული სიღრმე ფაქტიურად შეუზღუდავია.

    იერარქიის შეცვლა ასევე უმტკივნეულოდაა შესაძლებელი. ელემენტების მშობლებისა და შვილეული სექციების გადასალაგებლად რამოდენიმე მარტივი პროცედურის შესრულებაა საკმარისი.

  • შაბლონები და სისტემის ფუნქციონალის გაფართოება

    საიტ არქიტექტში ვებგვერდის კონტენტი და შაბლონი მთლიანად განცალკევებულია ერთმანეთისგან. ასერომ, საიტის ვიზუალური ელემენტებისა და შიგთავსის ცვლილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა პირების მიერაც კი არის შესაძლებელი.

    სისტემის არქიტექტურა საშუალებას იძლევა მისი ფუნქციონალი შეუზღუდავად გაიზარდოს და ომედიას დეველოპერების მიერ დაემატოს ნებისმიერი ამოცანის შემსრულებელი მოდულები.

  • უსაფრთხოება და დატვირთვაზე ოპტიმიზაცია

    საიტ არქიტექტი მთლიანად ომედიაშია შექმნილი, ასერომ, მისი უსაფრთხოება და სხვადასხვა ვებ-შეტევებისგან დაცულობა მაქსიმალურადაა გარანტირებული. სისტემა არ იყენებს არცერთ მზა ბიბლიოთეკას, მის საწყის კოდთან კი, სტუდიის თანამშრომლების გარდა, წვდომა არავის აქვს.

    ეს CMS თავისუფლად უძლებს დიდი რაოდენობის ტრაფიკსა და საიტთან ერთდროულ დაკავშირებებს. იგი სპეციალურადაა ოპტიმიზირებული მაღალი დატვირთვის მქონე პორტალებისთვის, ამიტომ მის მიერ დახარჯული სერვერის რესურსები მინიმალურია.

 

← დაბრუნება პროდუქტების ჩამონათვალში

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D