პროდუქტები → ჯუნიორ სიემესი
ჯუნიორ სიემესი ომედიას პატარა, მაგრამ მუშა ძრავია. :)
იგი სპეციალურადაა შემუშავებული პატარა ზომის საიტებისთვის.
თქვენ მცირე ზომის საიტი გჭირდებათ, განსაკუთრებული ტექნიკური
მოთხოვნების გარეშე, მაშინ ეს CMS
საუკეთესო არჩევანია.
აი მოკლედ იმ ძირითად თვისებებზე, რომლითაც ჯუნიორ სიემესია გამორჩეული:
-
ეკონომიური გადაწყვეტილება
ჯუნიორ სიემესი იოლი გამოსავალია, თუ თქვენი საიტი განსაკუთრებულ ფუნქციონალს არ მოითხოვს. იგი შეიცავს იმ ძირითადი საბაზისო შესაძლებლობების ნაკრებს, რომელიც მცირე ზომის საიტებისთვისაა შესაფერისი.
ამ CMS-ზე შექმნილმა საიტმა შეიძლება თავისუფლად შეასრულოს დროებითი ვებგვერდის როლი, იყოს პატარა კომპანიის საინფორმაციო რესურსი ან არსებობდეს, როგორც პრომო-საიტის გარსი.
-
მოხერხებული და მარტივი
ისევე, როგორც ომედიას ყველა სხვა პროდუქტი, ჯუნიორ სიემესიც გამორჩეულად მეგობრულია მომხმარებლის მიმართ. მისი ინტერფეისი გასაგები იქნება საშუალო დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვისაც კი.
ბმულებისა და სექციების ინტუიტიურად ადვილად გასაგები განლაგება, საიტზე ახალი ინფორმაციის დამატების ან რედაქტირების ამოცანას მარტივად შესრულებადს ხდის როგორც გამოცდილი, ასევე მხოლოდ საოფისე პროგრამების მცოდნე მომხმარებლისთვისაც.
-
უსაფრთხო და დატვირთვაზე ოპტიმიზირებული
ჯუნიორ სიემესიც მთლიანად ომედიაშია შექმნილი, ასერომ, მისი უსაფრთხოება და სხვადასხვა ვებ-შეტევებისგან დაცულობა მაქსიმალურადაა გარანტირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს CMS მცირე მოცულობის კონტენტის მქონე საიტებისთვისაა შექმნილი, იგი იდეალურად მუშაობს დიდი რაოდენობით ტრაფიკის მიმოცვლის პირობებშიც. მისი მცირე ზომა და ნაკლებად დატვირთული ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, რომ ასეთ სიტუაციებში სერვერი თითქმის შეუმჩნეველად დატვირთოს.
