ომედია სტუდია

პროდუქტები

მიუხედავად იმისა, რომ ომედიას თითოეულ კლიენტსა და პროექტთან განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ჩვენი ნამუშევრების ძირითადი ნაწილის საფუძველი შესაბამისი დანიშნულების მქონე სხვადასხვა ძრავებია ხოლმე.

ყოველი კონკრეტული ძრავი ცალკე მდგომი პროგრამული პროდუქტია, რომელთაც ერთი რამ აქვთ საერთო — ისინი თავიდან ბოლომდე ომედიას დეველოპერების მიერაა შექმნილი. კოდის ყოველ ბაიტში ჩვენი პროგრამისტების, UI-სპეციალისტების, გრაფიკოსების და მენეჯერების ოფლია ჩაღვრილი. :)) ამიტომ, ყოველი მათგანი შვილივით გვიყვარს და მუდამ ვზრუნავთ მათზე. :)

ამ გვერდზე ის პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელიც ამჟამად საბოლოო სახემდეა მიყვანილი. უახლოეს მომავალში ჩამონათვალს კიდევ რამოდენიმე ვებ-აპლიკაცია მიემატება.

Site Architect
კონტენტის სამართავი სისტემა

საიტ არქიტექტი უნივერსალური CMS-ია, რომლის ბაზაზეც ომედიაში ნებისმიერი სირთულის საიტი იქმნება.

მოხერხებული ინტერფეისის, კონტენტის შეუზღუდავი მოცულობის და მოქნილობის საოცარი კომბინაცია ამ პრემიუმ-სისტემის მთავარი ღირსებაა. :)

გაიგე მეტი „საიტ არქიტექტის“ შესახებ →

Junior CMS
სამართავი სისტემა პაატარა საიტებისთვის

ჯუნიორ სიემესი ომედიას პატარა, მაგრამ მუშა ძრავია. :) იგი სპეციალურადაა შემუშავებული პატარა ზომის საიტებისთვის.

თუ თქვენ მცირე ზომის საიტი გჭირდებათ, განსაკუთრებული ტექნიკური მოთხოვნების გარეშე, მაშინ ეს CMS საუკეთესო არჩევანია.

გაიგე მეტი „ჯუნიორ სიემესის“ შესახებ →

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D