UFC - გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია

http://ufc.ge/ge ივნისი, 2013

UFC საქართველოს წამყვანი საპროცესინგო ცენტრია. იგი ამჟამად საქართველოს შვიდ ბანკსა და სამ ფინანსურ ორგანიზაციას ემსახურება. კომპანიის მიზანია, სტაბილური სერვისებითა და ინოვაციური პროდუქტებით ხელი შეუწყოს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემების დანერგვას და პოპულარიზაციას.

კორპორაციის საიმიჯო-საინფორმაციო საიტი ომედიაში დამზადდა. მისი საშუალებით მომხმარებლებს და ბიზნეს-ურთიერთობებით დაინტერებულ პირებს, შეუძლიათ თვალნათლივ იხილონ UFC-ის მუშაობის პროცესი, გაიცნონ მათი მიდგომები, იხილონ კლიენტებისა და პარტნიორების სია. აქვეა განთავსებული საქართველოს მასშტაბით UFC-ის სისტემაში შემავალი ყველა ბანკომატის რუკა, სადაც ყოველი ბანკომატის მუშაობის შესახებ ინფორმაცია დროის რეალურ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

  • მთავარი
  • მენეჯმენტი
  • ბანკომატების რუკა
მთავარი
მენეჯმენტი
ბანკომატების რუკა

ვებსაიტის მობილური ვერსია კომპანიას ეხმარება, შეინარჩუნოს მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალური იმიჯი; მომხმარებლებს კი საშუალებას აძლევს, კომფორტულად მოიხმარონ ვებსაიტი საკუთარ სმარტფონებზე თუ სხვა მცირეეკრანიან მოწყობილობებზე.

English