„ჩაი მანიას“ ქსელის ვებსაიტი

http://teamania.ge/ თებერვალი, 2009

„ჩაი მანიას“ ქსელის ელიტური მაღაზიები უნიკალურია თბილისში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყავისა და ჩაის ეგზოტიკური სახეობები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. :) ამ სასმელების გარდა, ტკბილეულის მოყვარულები ჩაი მანიაში ყველაზე საუცხოო, ხარისხიან და გემრიელ შოკოლადსა და ნუგას აღმოაჩენენ.

მათთვის, ვისაც ჩაის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მათთვისაც, ვინც მხოლოდ ახლა აპირებს შეაბიჯოს ამ სამყაროში, ომედიამ „ჩაი მანიას“ ქსელის ვებსაიტი დაამზადა. ამ მყუდრო საიტზე ყველანაირი ინფორმაციაა როგორც კომპანიის, ასევე მისი პროდუქტების შესახებ.

ჩაი მანიას ვებსაიტი

თუ ყავასა და ჩაის ჯერ მხოლოდ მოყვარულის დონეზე იცნობთ, ეს საიტი სწორედ რომ თქვენთვისაა! teamania.ge დაგეხმარებათ ჩაის ან ყავის საყვარელი სახეობის პოვნაში, მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ მოამზადოთ ყველაზე გემრიელი სასმელი და შეეცდება, ყველა თქვენს კითხვას გასცეს პასუხი. :)

English