ტაბულას ვებსაიტი

http://tabula.ge მაისი, 2013

მეოთხე წელია, რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „ტაბულა“, საზოგადოებას მნიშვნელოვანი მიმდინარე მოვლენებისა და ამბების ანალიტიკურ მიმოხილვას სთავაზობს. წლევანდელი წლიდან კი ტაბულას ჟურნალსა და ვებსაიტს, ტელევიზიაც ემატება. სწორედ ამიტომ, მათი ახალი ვებსაიტის დეველოპმენტი ომედიაში შესრულდა.

ახალი tabula.ge საქართველოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური მედია-საიტია, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს როგორც დინამიურ და ოპერატიულ, ორენოვან ნიუს-პორტალს, ასევე ჟურნალის საკითხავ რესურსს, ტელევიზიის ვებსაიტსა და თავისუფალი ბლოგინგის ქომიუნითის.

  • მთავარი
  • მობილური
  • სტატია
  • გალერეა
  • ვერბატიმი
  • დღის ფოტო
  • შოუ
  • ავტორი
  • შესვლა
მთავარი
მობილური
სტატია
გალერეა
ვერბატიმი
დღის ფოტო
შოუ
ავტორი
შესვლა

ვებ-დიზაინის, ტიპოგრაფიისა და ინტერფეისის მოხერხებულობის ყველა თანამედროვე მიდგომის გათვალისწინებით შექმნილი ვებსაიტი, განსაკუთრებულად სასიამოვნოა როგორც მოხმარებაში, ასევე ადმინისტრირებაში. ვებსაიტის კონტენტზე ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი მუშაობს, რომელთა სამართავი გარემოც მაქსიმალურად არის ოპტიმიზირებული სისწრაფეზე, სიმარტივესა და მედია-რესურსების ოპტიმალურად გამოყენებაზე.

English