ვარსკვლავების აკადემიის პორტალი

http://staracademy.ge/ (საიტი ოფლაინშია) მარტი, 2008

კიდევ ერთი ახალი შოუ რუსთავი2-ზე — „ვარსკვლავების აკადემია“. პროექტი 3 თვის მანძილზე მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში კი აკადემიის სტუდენტები ცეკვას, სიმღერას, სასცენო ხელოვნებასა და ვარსკვლავობას შეისწავლიან :)
ვარსკვლავების აკადემია ქართული შოუ-ბიზნესის მომავალ ვარსკვლავებს აღმოაჩენს.

მთელ ამ პროცესს მაყურებელი ყოველ დღე, რუსთავი2-ის ეთერში და 24 საათის მანძილზე — ოფიციალურ ვებგვერდზე მიადევნებს თვალყურს. ომედიამ აკადემიისთვის მულტიმედია-პორტალი დაამზადა. საიტი საუკეთესო საჩუქარია პროექტისა და მისი მონაწილეების თაყვანისმცემლებისთვის :)

აკადემიის პორტალზე უახლესი ინფორმაცია პროექტში მიმდინარე სიახლეებზე ყოველდღიურად განთავსდება. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილის პირადი პროფილი და ხმის მიცემის სისტემა, ხალხის რჩეული ვარსკვლავის დასადგენად. ყველა კონცერტის ჩანაწერი და ფოტოები კი საიტის ვიდეო და ფოტო არქივებში დაიდებს ბინას. გარდა ამისა, უფასოდ იქნება შესაძლებელი კონცერტებზე შესრულებული სიმღერების mp3-ვერსიების ჩამოტვირთვა, მათ ორიგინალებთან ერთად.

ვარსკვლავების აკადემიის პორტალი

მთელი შოუს მსვლელობის მანძილზე აქტიურად იმუშავებს აკადემიის ფორუმი და ჩეთი. აქ პროექტის მაყურებლები ყოველი მოვლენის, სიმღერის, კონკურსანტის ან ჟიურის წევრების გარჩევას შეძლებენ. უზარმაზარ ქომიუნითის და საინტერესო თემებს მომხმარებლები თავად შექმნიან. :)

ვარსკვლავების აკადემიის ფორუმი

ომედიამ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა უნიკალური სკინი და მოდიფიკაციები ფორუმისთვის IP.Board. ამასთან, შოუს ჩეთი და ფორუმი ერთიანი მომხმარებელთა ბაზით ისარგებლებენ.

English