ვარსკვლავების აკადემია 2-ის პორტალი

http://staracademy.ge/ მარტი, 2009

რუსთავი2 და მაგთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის — ვარსკვლავების აკადემიის მეორე სეზონს იწყებენ. ეს უნიკალური ფორმატი ორ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო ბრენდს — რეალითი შოუსა და საკონცერტო სანახაობას აერთიანებს.

სამი თვის მანძილზე აკადემიის 14 სტუდენტი ისევ შეეცდება გაიაროს რთული, დინამიური და დაბრკოლებებით აღსავსე გზა, რათა მიაღწიოს წარმატებას მუსიკალურ კარიერაში და ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს :)

მთელი ამ პროცესისთვის თვალის დევნება, რუსთავი2-ის ტელეეთერის გარდა, ვარსკვლავების აკადემიის პორტალზე შეგიძლიათ. ახლაც, ისევე, როგორც პირველ სეზონზე, პორტალი ომედიაში შეიქმნა.

ვარსკვლავების აკადემია 2-ის პორტალი — მთავარი გვერდი

აკადემიის საიტზე შეგიძლიათ 24 საათის მანძილზე, ოთხი კამერის საშუალებით ადევნოთ თვალი სტუდენტების ცხოვრებას. თუ რომელიმე კონცერტი ან სერია გამოტოვეთ, ჩანაწერების ყურება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. აქვეა ორშაბათის კონცერტებზე შესრულებული სიმღერების mp3-ფაილები, ორიგინალ ვერსიებთან ერთად, ფოტოები, უახლესი ამბები და სტუდენტების პროფილები.

პორტალზე გულშემატკივრებისთვის გახსნილია ფორუმიც. აქ აკადემიის ასობით მაყურებელი იყრის თავს ყოველდღიურად, მიმდინარეობს კონცერტების, სერიების და აკადემიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა. ყოველი სტუდენტისთვის ცალკე განყოფილებაა გახსნილი, სადაც თქვენი ფავორიტის მხარდაჭერა დანარჩენ ფანებთან ერთადაა შესაძლებელი. :)

ვარსკვლავების აკადემია 2-ის პორტალი — ფორუმი

English