SOVLAB-ის ვებსაიტი

http://sovlab.ge/ აპრილი, 2011

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) ახლად დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით სხვადახვა კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას ახორციელებს. მათი მისიაა, ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.

მათ ახალ საიტზე ინტენსიურად ქვეყნდება მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შედეგები, ორგანიზაციის ახალი ამბები და დაგეგმილი ღონისძიებების ანონსები. პროექტ „წითელი ტერორის ტოპოგრაფიისთვის“ საიტზე არსებობს ინტერაქტიული რუკა, სადაც მოცემულია ორგანიზაციის მიერ ნაკვლევი სხვადასხვა ადამიანის, შენობისა თუ მოვლენის ისტორია.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - მთავარი გვერდი

English