სოციალური ინოვაციის ბანაკის სტილი და ვებსაიტი
http://sic-caucasus.net/
13 თებერვალი, 2010
რა მოხდება, თუ ერთ ადგილზე მოვუყრით თავს დეველოპერებს, სოციალური პრობლემების სპეციალისტებს,
მივცემთ პრობლემურ ამოცანებს და მხოლოდ 48 საათს მათ გადასაჭრელად?
სწორედ ამას არკვევს ხოლმე სოციალური ინოვაციის ბანაკი. :)
სოციალური ინოვაციის პირველი ბანაკი 2008 წელს ლონდონში ჩატარდა, რასაც მომენტალურად მოყვა მსგავსი ივენთების ტალღა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კავკასიის პირველი ბანაკის ჩატარება კი საქართველოში გადაწყდა.
Social Innovation Camp – Caucasus 2010 8-10 აპრილს, თბილისში
ჩატარდება. აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შეიკრიბებიან მოხალისე
სპეციალისტები და შეეცდებიან, ერთად გადაჭრან დასახული ამოცანები.
ომედია ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია, რომლის სტილი და ვებსაიტიც სწორედ ჩვენთან შეიქმნა.
ბანაკის ვებსაიტი ღიაა მონაწილეთა რეგისტრაციისა და იდეების მიწოდებისთვის. გაქვთ იდეა, როგორ
შეიძლება ვებგვერდის საშუალებით საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა? მაშინ, ეს ბანაკი თქვენთვისაა. :)
