ჰოსტინგ-კომპანია Serv.ge-ს სტილი და ვებსაიტი

http://serv.ge/ ოქტომბერი, 2009

Serv.ge შედარებით ახალი ქართული კომპანიაა, რომელმაც, მიუხედავად თავისი არსებობის მოკლე პერიოდისა, მარტივად მოახერხა ჰოსტინგის ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება. ამაში მას სერვისის და საფორთის უმაღლესი ხარისხი, მსოფლიოს წამყვანი ბრენდებით შემდგარი სერვერული ინფრასტრუქტურა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური პერსონალი დაეხმარა.

კომპანია ზრდასთან ერთად, სრული რებრენდინგის საჭიროების წინაშე დადგა, რომელი სამუშაოც ომედიაში შესრულდა. Serv.ge-სთვის შეიქმნა უნიკალური კორპორატიული სტილი და ახალი ვებსაიტი. მოხდა ამ უკანასკნელის სრულად ინტეგრირება ჰოსტინგის სამართავ და ბილინგის სისტემებთან; რის შედეგადაც, კომპანიის კლიენტები ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მოხერხებულ სერვისს ღებულობენ საქართველოში. :)

Serv.ge - მთავარი გვერდი

მომავალი კლიენტებისთვის კი ვებსაიტზე ამომწურავი ინფორმაციაა განთავსებული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ Serv.ge-ს უპირატესობებს, წაიკითხონ მომხმარებელთა გამოხმაურებები და აირჩიონ სერვისი, რომელიც ყველაზე ზუსტად ერგება მათ მოთხოვნებს.

English