პროგრეს ბანკის ვებსაიტი
http://progressbank.ge/
14 ივნისი, 2008
ქართულ საბანკო სივრცეს მალე ახალი წევრი შეემატება — პროგრეს ბანკი კახა კალაძის კომპანია „კალა კაპიტალის“ მიერ დაფუძნებული ახალი ბანკია.
ბანკი პირველ კლიენტებს უკვე სექტემბრიდან მოემსახურება, მანამდე კი მისი თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. ომედიამ პროგრეს ბანკისთვის მულტიენოვანი საინფორმაციო საიტი შექმნა, რომელიც კომპანიას საწყისი პროცესების ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.
საიტის საშუალებით პერიოდულად გავრცელდება უახლესი ინფორმაცია ბანკის ჩამოყალიბების პროცესის მიმდინარეობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ. აქ ყველაფერია, რაც ახლადგახსნილი ბანკის შესახებ შეიძლება იყოს საინტერესო, როგორც ინვესტორთა და ვაკანსიების მაძიებლებისთვის, ისე — მომავალი კლიენტებისთვის.
განახლება (2 იან. 2009): ომედიაში საიტის ახალი ვერსია დამზადდა →
