სურათების ჰოსტინგის სერვისი pix.ge

http://pix.ge/ აპრილი, 2010

კომპანია Serv.ge წამყვანი ჰოსტინგ-პროვაიდერია, რომელმაც გადაწყვიტა ქართული ინტერნეტის მომხმარებლებისთვის სურათების ატვირთვის უფასო, სწრაფი და საიმედო სერვისი შეეთავაზებინა. პროექტ pix.ge-ს უპირატესობა, მისთვის წინასწარ მომზადებული მძლავრი სერვერული ინფრასტრუქტურის გარდა, თავად ვებსაიტის ინტერფეისთან განსაკუთრებული მიდგომით და უნიკალური ფუნქციებითაც უნდა განსაზღვრულიყო.

ეს საქმე საკუთარ თავზე ომედიამ აიღო. სტუდიაში დეტალურად შემოუშავდა პროექტის კონცეფცია, შეიქმნა სტილი და ექსკლუზიური ვებ-აპლიკაცია. pix.ge-მ ერთ მოხერხებულ გვერდზე მოუყარა თავი ყველა იმ ფუნქციას, რაც სურათების ინტერნეტში განთავსებისას ყველაზე ხშირადაა ხოლმე საჭირო — ფოტოს ზომის ცვლილება, დატრიალება, წარწერის მოთავსება, ეფექტებით შელამაზება და სხვა მრავალი.

pix.ge - მთავარი გვერდი

პირველად ქართულ ინტერნეტში, ომედიას მიერ სწორედ ამ სერვისში მოხდა Facebook Connect სისტემის ინტეგრაცია. რაც გულისხმობს Facebook-ის მომხმარებლებისთვის რეგისტრაციას და ავტორიზაციას ერთი კლიკით, დამატებითი მოქმედებების გარეშე. ამ სიახლის წარმატებულობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა — პროექტის გაშვებიდან ერთი თვის მანძილზე დარეგისტრირებული მომხმარებლების 60%-ზე მეტმა სწორედ Facebook Connect-ის საშუალებით გაიარა ეს პროცესი.

English