სტილი და ვებგვერდი ახალი მედიის ფორუმი 2009-სთვის

http://newmediaforum.ge/ ოქტომბერი, 2009

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი 2009 ჩატარდა. ფორუმი, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“, ომედია სტუდიასა და ქართველი ბლოგერების ორგანიზებით გაიმართა, განკუთვნილი იყო მასმედიის, NGO-თა წარმომადგენლებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ორი დღის განმავლობაში სემინარები და პრეზენტაციები განსხვავებული თემატიკით ოთხ სხვადასხვა პავილიონში მიმდინარეობდა და მონაწილეებს ინტერნეტმედიისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესაძლებლობებს აცნობდა. ინსტრუქტორების სტატუსით, ახალი მედიის სფეროში წამყვანი ექსპერტები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყვნენ მოწვეულნი. ასევე, ტრენინგები ჩაატარეს ქართველმა ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და ომედია სტუდიას სპეციალისტებმაც.

დაგეგმილია, რომ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ მომავალ წელსაც გეგმავს, განაგრძოს საქართველოში ახალი მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების მხარდაჭერა. 2009 წლის ფორუმისთვის კი ვიზუალური სტილი, აიდენტიკა და საინფორმაციო ვებსაიტი ომედიაში შეიქმნა.

New Media Forum 2009-ს საინფორმაციო ვებგვერდი

ფორუმზე დასასწრებად მსურველებმა ამ ვებგვერდის საშუალებით გაიარეს რეგისტრაცია. აქვე იყო ხელმისაწვდომი ორ-დღიანი ივენთის სრული განრიგი და ყველა პრეზენტაციის მოკლე აღწერა.

English