პროექტ „ნიჭიერის“ ბლოგი
http://nichieri.ge/
19 იანვარი, 2010
Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის.
ამიერიდან კი, ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატა — შოუს ჩვენთან „ნიჭიერი“ ჰქვია. :)
ეს შოუ იმითაც არის გამორჩეული, რომ მას ქართული ტელესივრცისთვის ჯერ არ
ნახული ინტერნეტ-მხარდაჭერა აქვს. ნიჭიერისთვის ომედიაში ბლოგი შეიქმნა,
რომელზეც პროდიუსერების მიერ სპეციალურად მიწვეული ცნობილი ბლოგერები
წერენ მიმოხილვებს. გარდა ამისა, შექმნილია ოფიციალური
გვერდი ფეისბუქზე
და არხი
myvideo.ge-ზე, სადაც პროექტის თითქმის ყველა ვიდეო
მომენტალურად ვირუსული ხდება. :)
ტელეპროექტის პარალელურად, ცალკე კონკურსი ინტერნეტშიც მიმდინარეობს. „ინტერნეტ-ნიჭიერის“ მიზანი მომხმარებლების მიერ საკუთარი ხელით გადაღებული ვიდეოების მიხედვით, ყველაზე ნიჭიერის გამოვლენაა. ხმის მიცემის ერთთვიანი პროცესის შემდეგ კონკურსის გამარჯვებული სხვადასხვა პრიზებით და ტელევერსიის ნახევარფინალზე დასასწრები ბილეთებით დაჯილდოვდება.
