ახალი ნათების ვებსაიტი

http://newlight.ge/ თებერვალი, 2011

ახალი ნათება თანამედროვე სანათი სისტემების მაღაზიათა ქსელია, რომელსაც ფილიალები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გააჩნია. მათი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობა ეზიაროს ახალ, ესთეტიურ ხედვას, დახვეწილ სტილსა და ეფექტურად შერჩეულ მყუდრო გარემოს. კომპანიის პორფოლიოს ეკუთვნის ისეთი პროექტებიც, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის, პოლიციის შენობების, თბილისის აკვა-პარკის, ავერსის კლინიკისა და სხვა მრავალი ობიექტის განათების სამუშაოები.

ახალი ნათების ახალ საიტზე კომპანიის პარტნიორი მწარმოებლების პროდუქცია და კორპორატიული ინფორმაციაა წარმოდგენილი. აქვე მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიის მაღაზიების 360°-იანი პანორამები დაათვალიერონ.

ახალი ნათება - მთავარი გვერდი

English