მიონის ცენტრის ვებსაიტი

http://mioni.ge/ge მარტი, 2013

მიონის ცენტრი თანამედროვე ბიზნეს-ცენტრია, რომლის მთავარი ფოკუსი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების და სერვისების მომწოდებელი კომპანიების თავმოყრაა. მიონის ისტორიული ქარხნის შენობაში განთავსებული კომპლექსის მისია უსაფრთხო, კარგად მოწყობილი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა, სადაც კერძო ბიზნესსა და ინდუსტრიას საერთო სარგებლისთვის ურთიერთქმედება შეეძლებათ.

ამ მიზნის მიღწევასა და ახალი ბინადრების მოძებნაში, მიონის ცენტრს ახალი ვებსაიტი დაეხმარება, რომელიც ომედიაში შეიქმნა. სამენოვან ვებსაიტზე დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ იხილონ შენობის გეგმა, დეტალურად გაარკვიონ, რა პირობებია კომპლექსში, რომელი ორგანიზაციები იქნებიან მათი მეზობლები და რა ფართობის სივრცეებია ხელმისაწვდომი.

English