მედიის ქართული ენციკლოპედია

http://mediapedia.ge ოქტომბერი, 2012

მედიაპედია უნიკალური პროექტია, რომელიც საკუთარ თავში ორ კომპონენტს — ინგლისურ-ქართულ ფრაზეოლოგიურ ლექსიკონსა და მედიისა და კომუნიკაციათმცოდნეობის განმარტებით ლექსიკონს მოიცავს. იგი შეუცვლელი გზამკვლევია მედიისა და პოლიტიკის სამყაროში სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

პორტალის ბაზის სამართავი სისტემა და ვებსაიტი ომედიაში დამზადდა. ლექსიკონებში სტანდარტული ძებნის და ანბანური ჩამონათვალის გარდა, საიტის გამოყენება ტრადიციული ვიკი-ფორმატითაც შეიძლება — ტერმინის განმარტებაში ან მაგალითში გამოყენებული სხვა ტერმინები მათ შესაბამის გვერდებზეა გადალინკული, რაც საბოლოო ჯამში პორტალის გვერდების ურთიერთბმის უნიკალურ სისტემას ქმნის.

English