კამპანია ფილმისთვის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“

http://kaikino.com/ დეკემბერი, 2008

„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ ახალი ქართული საახალწლო კომედიაა. ფილმი „ფორმულა კრეატივის“ პროდუქციაა, მთავარ როლებს კი სერიალ „ჩვენი ოფისის“ პოპულარული მსახიობები თამაშობენ. :)

ეკრანებზე გამოსვლის დღიდან იგი თითქმის მთელმა საქართველომ იხილა. საინტერესო სიუჟეტი, სასაცილო და ნაცნობი გმირები, საახალწლო განწყობა და ქართული კინოსთვის უჩვეულოდ ხარისხიანი პროდაქშენი, ყველა თაობის მაყურებლისთვის ერთნაირად მიმზიდველი აღმოჩნდა. :)

ფილმის პრემიერას წინ სარეკლამო კამპანია უძღვოდა, რომლის ვებ-მიმართულების დაგეგმვა და ხორცშესხმა ომედიას დაევალა. სტუდიაში კომპლექსური ვებ-მარკეტინგის გეგმა შემუშავდა. მიზანი მარტივი იყო — ორ კვირაში ქართული ინტერნეტის ყველა მომხმარებელს ფილმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეღო. :)

პირველ რიგში, დამზადდა ოფიციალური საიტი. აქ ყველას შეეძლო ენახა ფილმის ტრეილერი, რამოდენიმე კლიპი და წინასწარ მოესმინა საუნდტრეკებისთვის. ფილმის საიტი აქტიურად დარეკლამდა მთელს ინტერნეტში — ჩატარებული კვლევების შემდეგ შეირჩა ათამდე პოპულარული ქართული საიტი, სადაც განთავსდა ფილმისა და საიტის სარეკლამო ბანერები. სწორი გათვლების შედეგად, მინიმალური დანახარჯებით მოხერხდა ინტერნეტ-აუდიტორიის უდიდესი ნაწილის მოცვა.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს — მთავარი გვერდი

საიტთან ერთად, შეიქმნა ფილმის „ოფიციალური წარმომადგენლობები“ მსოფლიოს ოთხ ყველაზე რეიტინგულ სოციალურ ქსელში. ის კონტენტი, რაც საიტზე ვერ მოხვდა, Flickr-ზე, Facebook-ზე, MySpace-სა და YouTube-ზე გადანაწილდა. ამ ქსელების ათასობით ქართველი მომხმარებლისთვის მსგავსი მიდგომა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. :)

კამპანიის წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ქართველ ბლოგერებსა და ბლოგოსფეროს დაეთმო. პრემიერამდე რამოდენიმე დღით ადრე გამართულ კლიპების პრეზენტაციაზე ყველა ბლოგერი მედიის წარმომადგენლის სტატუსით იყო მიწვეული. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი, ერთი ჩვენება სპეციალურად მათთვის მოეწყო.

„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მსოფლიოს სოციალურ ქსელებში

ომედიაში შემუშავებული კამპანია უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოში. ისტორიაში პირველად მოხდა ოფიციალური საიტის დამზადება ქართული ფილმისთვის და მისი აქტიური პოპულარიზაცია ინტერნეტ-სივრცეში, არატრადიციული მეთოდებით. პირველად მოხდა ქართველი ბლოგერებისთვის სერიოზული ყურადღების მიქცევა და მათი აღქმა სრულფასოვანი მედიის წარმომადგენლებად. :)
მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქართულ ინტერნეტში ყველას პირზე ეკერა „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ :) თითქმის ყველა ბლოგზე დაიწერა რეცენზიები, ყველა ფორუმზე გაიხსნა თემები, მომენტალურად გავრცელდა ტრეილერები და საუნდტრეკები ადგილობრივ ვიდეოპორტალებზე.

შედეგი კი მოსალოდნელზე ბევრად მეტი იყო — ამ ქართულმა ფილმმა კინოთეატრებში მაყურებლების დასწრებადობის ყველა არსებული რეკორდი მოხსნა. :)

განახლება (21 დეკ. 2009): ფილმის სიქველისთვის ომედიაში ახალი საიტი დამზადდა →

English