კამპანია ფილმისთვის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“

http://kaikino.com/2/ დეკემბერი, 2009

ზუსტად ერთი წლის წინ ფორმულა კრეატივმა ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გადაიღო. „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ ეკრანებზე გამოსვლის დღიდანვე მომენტალურად გახდა ყველა თაობის მაყურებლისთვის ერთნაირად საყვარელი საახალწლო კომედია. :)

მსგავს წარმატებას ლოგიკური გაგრძელება მოყვა და წელსაც, ქართულ კინოთეატრებში, ახალი ქართული ფილმი იმეორებს რეკორდებს. „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ ისევ კარგად ცნობილი სამეგობროს საახალწლო თავგადასავლებს გვიყვება, ოღონდ ამჯერად ახალი რეჟისორით, ახალი პერსონაჟებითა და თიკუნას განახლებული მკერდის თანხლებით. :)

შარშანდლის მსგავსად, ფილმის პრემიერას წინ პრომო-კამპანია უძღვოდა, რომელსაც არც ინტერნეტ-სივრცე დარჩენია ყურადღების მიღმა. ეს სამუშაო კვლავ ომედიამ შეასრულა.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

გარდა ოფიციალური ვებსაიტისა, ფილმის „წარმომადგენლობები“ გახსნილი იყო ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებში — იუთუბზე, ფლიკრსა და, რაღათქმაუნდა, ფეისბუქზე. ტრადიციულად, შედგა სპეციალური ჩვენებაც, სადაც ბლოგროლის ბლოგერები ჟურნალისტების სტატუსით იყვნენ მიწვეულნი. :)

English