აპლიკაციები Japan Tobacco International-ისთვის

მობილური აპლიკაციები ივნისი, 2012

Japan Tobacco International სიგარეტის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა მსოფლიოში. იგი 90 ქვეყანაში ოპერირებს, პროდუქცია 120 ქვეყანაში იყიდება, მის პორტფელს კი ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Winston, Camel, Sobranie, LD და სხვები.

ომედიამ JTI-საქართველოსთვის iPad-სა და სხვა პლანშეტებზე მომუშავე აპლიკაციათა სერია დაამზადა. საკვლევი აპლიკაციები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კომპანიის მომხმარებლების კვლევის საუკეთესო ინსტრუმენტებია - მათი საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია ერთიან ბაზაში მომენტალურად იტვირთება. პრომო-აპლიკაციებს კი JTI სხვადასხვა ივენთზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მომენტალური გათამაშებების ჩატარებისთვის იყენებს.

English