ილიას უნივერსიტეტის მედია-პორტალი

http://mediaportal.iliauni.edu.ge თებერვალი, 2013

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა. აქ 12 ათასი სტუდენტი სწავლობს, რომელთა დიდი უმრავლესობაც სატელევიზიო, ჟურნალისტიკური ან ვიზუალური შემოქმედებითაა დაინტერესებული.

ილიაუნის მედია-პორტალი სწორედ მათთვის და მათ მიერ იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც თავად სტუდენტები მოამზადებენ სტატიებს, ინტერვიუებს, სიუჟეტებს და სხვა მასალებს ილიას უნივერსიტეტის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. პორტალი, რომელიც ომედიაში შეიქმნა, თანდათანობით დაიტვირთება მრავალფეროვანი ამბებით, დაემატებიან ახალი ავტორები და ერთობლივად აამუშავებენ საქართველოში უპრეცედენტო სტუდენტურ ონლაინ-გამოცემას.

English