კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

http://ge-europeanway.com/ge ივლისი, 2013

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს მეათედ იმართება. ეს არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებაში ეხმარება. ტრადიციულად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პარლამენტარები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

წლევანდელი კონფერენციისთვის ომედიაში ორენოვანი საინფორმაციო ვებსაიტი დამზადდა. აქ წარმოდგენილია ყველანაირი ინფორმაცია როგორც მასში მონაწილე დელეგატებისთვის, ასევე მედიისთვის და უბრალოდ ყველა დაინტერესებული პირისთვის.

English