ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU-ს ვებსაიტი

http://gau.ge ნოემბერი, 2012

GAU ქართულ აკადემიურ სივრცეში 2005 წლიდან არსებობს, როგორც ამერიკელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი წარმატებული პროექტი. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უმაღლესი სასწავლებელია, მისი კურსდამთავრებულების უდიდესი პროცენტი კი სხვადასხვა კომპანიებშია დასაქმებული.

სწორედ ამ უპირატესობებს აჩვენებს GAU ყველა დაინტერესებულს ახალი საიტის დახმარებით, რომელიც ომედიაში შეიქმნა. გარდა ზოგადი ინფორმაციისა, პორტალზე სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის სპეციალური სისტემებია შემუშავებული, რომელიც მათ — დასაქმებაში, ხოლო კომპანიებს — შესაფერისი კადრების მოძებნაში დაეხმარება. სტუდენტები თავად შეადგენენ საიტზე საკუთარ CV-ს, რომელთა ბაზასთან წვდომაც დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ.

საიტზე შექმნილია აბიტურიენტთა ცენტრიც, სადაც ყველა დაინტერესებული იპოვის მისთვის გადამწყვეტ ფაქტს, თუ რატომ უნდა ჩააბაროს GAU-ში და არა სადმე სხვაგან.

English