პროდიუსერული ცენტრი GameTV

http://gametv.ge/ იანვარი, 2008

პროდიუსერული ცენტრი „GameTV“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეთამაშს აწარმოებს. 2007 წლიდან თამაშის „რა? სად? როდის?“ ქართული ვერსია კვლავ ეთერშია — ამჯერად, რუსთავი2-ზე.

ომედიაში შექმნილი საიტი პროდიუსერული ცენტრის საინფორმაციო რესურსის გარდა ტელეთამაშის ოფიციალური პორტალიცაა. აქ ნებისმიერს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თამაშების შესახებ, გაუგზავნოს შეკითხვები პროექტის რედაქტორს და მოიგოს ფულადი პრიზები საქართველოს ბანკისაგან. სპეციალური ფორმის შევსებით კი კლუბის მოაზროვნეებთან პირად თემებზე გასაუბრებაცაა შესაძლებელი. :)

პროდიუსერული ცენტრი GameTV-ს საიტი

საიტთან ერთად დომენზე gametv.ge ფორუმიც ფუნქციონირებს, რომლის აქტიური მომხმარებლები თავად მოაზროვნეებიც არიან.

„რა? სად? როდის?“ ტელევერსიის გარეთაც არსებობს, ამ თამაშის სპორტულ ვერსიას მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით მოყვარული და პროფესიონალი თამაშობს. GameTV-ის ფორუმი კი მათი ერთმანეთთან დაკავშირების საუკეთესო გზად იქცა.

პროდიუსერული ცენტრი GameTV-ს ფორუმი

აქ პერიოდულად იმართება ონლაინ-თამაშები და შეჯიბრები ფორუმის მონაწილეებს შორის. ასერომ, თუ თქვენ თავს ინტელექტუალურ ადამიანად თვლით, „რა? სად? როდის?“-ში პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ ფორუმზე შეგიძლიათ. :)

English