სოციალური ქსელი და ინტერნეტ-ჟურნალი escape.ge

http://escape.ge/ აგვისტო, 2009

escape.ge ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც კლუბური და რესტორნული ცხოვრების გაშუქებას ემსახურება. ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი სოციალური ქსელიც ვებ 2.0-ის სულისკვეთებით :) და თავშეყრის ადგილი ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარი ადამიანებისთვის.

ქართული ინტერნეტ-სივრცისთვის ინოვაციური პროექტის შექმნის იდეა „ნოვერთი ჯგუფს“ ეკუთვნოდა, რომელმაც დასახმარებლად ომედიას მიმართა. სტუდიაში მოხდა პროექტის დეტალური კონცეფციის მოფიქრება, ვიზუალური სტილის დიზაინი, ასი პროცენტით ექსკლუზიური ძრავის დეველოპმენტი და სტარტაპის პირველადი ვირუსული კამპანიის დაგეგმვა.

escape.ge-ს გვერდები

საიტი არის ყველასთვის, ვინც ინტერნეტში 24 საათს არ ატარებს :) თუ ხართ ქლაბერი ან, უბრალოდ, კულტურული ღონისძიებების ხშირი სტუმარი, მაშინ ეს თქვენი ადგილია! escape.ge ყველაზე საინტერესო ივენთებს აშუქებს და შემდეგ, საიტის მომხმარებელთა „სამსჯავროზე“ გამოაქვს. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ დისკუსიებში, გაიცნოთ ახალი ხალხი და იპოვოთ საკუთარი თავი საიტის ჟურნალისტების გადაღებულ ფოტოებზე.

English