ვირუსული სასტარტო კამპანია escape.ge-სთვის

http://esc.ge/ ივლისი, 2009

ისქეიფ.ჯი Noverty Group Georgia-ს ახალი ქართული სტარტაპია. პროექტის გაშებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყდა, ჩატარებულიყო წამახალისებელი კონკურსი, რომლის ფუნქცია ჯერ არარსებული ვებსაიტის წინასწარი პოპულარიზაცია და ამ ბრენდის მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გაცნობა იქნებოდა.

ბევრი სხვადასხვა კონკურსის იდეიდან სტუდიაში შეირჩა ყველაზე მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრინციპი — ფოტოკონკურსი თემის გარეშე, ერთი მთავარი პირობით: ყველა საკონკურსო ფოტოზე კომპიუტერული ჩარევის გარეშე გამოსახული უნდა ყოფილიყო საიტის მისამართი „escape.ge“ გამარჯვებული კი ის იქნებოდა, ვის ფოტოსაც ყველაზე მეტჯერ მოინახულებდნენ. :)

მონაწილეებს საკუთარი ფოტოების პოპულარიზაციის სრული თავისუფლება მიეცათ. მათ შეეძლოთ გაეგზავნათ ფოტოს ბმული მეგობრებისთვის, დაეწერათ სხვადასხვა ფორუმებში, ვებსაიტებზე კომენტარებში და ა.შ.

escape.ge-ს სასტარტო ფოტოკონკურსი

სულ რაღაც ერთ კვირაში კონკურსის მასშტაბებმა ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. :) თითქმის არ დარჩენილა არცერთი ქართული საიტი ან ფორუმი, სადაც escape.ge-ს ფოტოკონკურსის მონაწილეთა ბმულები არ ყოფილიყოს განთავსებული.

საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ყველაზე ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია, პირველი „buzz“ და პირველი ვირუსული მოვლენა ქართულ ინტერნეტში, მინიმალური დანახარჯებით. :) ვებსაიტმა კი, 25 ათასამდე სხვადასხვა ვებგვერდიდან მიიღო შემომავალი ბმულები, რამაც ერთი თვის შექმნილ დომენს PageRank 3 მოუტანა.

ფოტოკონკურსის შედეგები

English