ერთიანი ფასდაკლების სისტემა Discount.ge

http://discount.ge/ ივნისი, 2008

Discount.ge ახალი, უნივერსალური ფასდაკლების სისტემაა. მასში გაწევრიანებულია უამრავი სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი, რომლებშიც ფასდაკლების მიღება ამ ერთი ბარათითაა შესაძლებელი. Discount.ge-ს წყალობით, სხვადასხვა ობიექტებში ფასდაკლების მისაღებად ცალკეული ბარათების ტარება აუცილებელი აღარაა — ყველაზე პოპულარულ და ცნობილ ობიექტებს ამიერიდან ერთი ბარათი გააერთიანებს.

ამ სისტემის გამართული, უსაფრთხო და ოპერატიული მუშაობის საფუძველი ომედიაში შექმნილი ტექნიკური ბირთვია. ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით, ერთ ადგილზე ხდება ყველა ფასდაკლების ბარათის და სისტემაში გაწევრიანებული ობიექტის მართვა და მონიტორინგი.

პროექტის წევრ ყოველ სავაჭრო ობიექტს Discount.ge-ს ვებ-ინტერფეისის საშუალებით შეუძლია დაამატოს ახალი გაყიდული ბარათი ან შეამოწმოს მორიგი კლიენტის ფასდაკლების ბარათის ვალიდურობა.

სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის სამართავი პანელი

ახალი ბარათის დამატების შემდეგ, მისი ინფორმაცია მომენტალურად ხვდება Discount.ge-ს ცენტრალური ადმინისტრატორის ინტერფეისში. აქ ერთადაა თავმოყრილი ბარათის ყველა მფლობელი, შესაბამისი დეტალური მონაცემებითა და ბარათის აქტივობის სტატისტიკით.

სისტემის ცენტრალური ადმინისტრატორის პანელი

ავტომატიზირებული ბირთვის საშუალებით, Discount.ge-ს ბარათის მფლობელები მაქსიმალურად კომფორტულად სარგებლობენ გაერთიანებული ფასდაკლების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით. ვების, როგორც სისტემის პლატფორმის არსებობა კი, Discount.ge-ს გავრცელების გეოგრაფიულ ფარგლებს თითქმის შეუზღუდავს ხდის.

—  სურათებზე ნაჩვენები კონტენტი რეალური არ არის, იგი მხოლოდ ვიზუალური შემავსებელია.

English