ჩემი ცოლის დაქალების ვებსაიტი

http://dakalebi.ge მაისი, 2014

„ჩემი ცოლის დაქალები“ საქართველოს ტელეისტორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სერიალია. უნიკალური ფორმატის პროექტი უკვე მეოთხე წელია გადის და რეიტინგში კვლავ მყარად უჭირავს პირველი პოზიციები.

სერიალის მაყურებლებისთვის ოფიციალური მინი-საიტი ომედიაში შეიქმნა, სადაც ერთადაა თავმოყრილი ყველა სეზონის ყველა სერია. გარდა ამისა, ვებსაიტზე შოუს ფანებს პროექტის ბლოგიც ხვდება, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ყველაზე საინტერესო მომენტები, ვირუსული კონტენტი და ამბები სერიალის კულისებიდან.

English