ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალი

http://cec.gov.ge/ მაისი, 2008

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ის სახელმწიფო ორგანოა, რომელიც არჩევნების პერიოდში ყველაზე მეტადაა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეული. სწორედ ამიტომ, მისი ვებგვერდიც ყველაზე მეტად ოპტიმიზირებული, ინფორმაციულად დატვირთული და, ამასთანავე, ადვილად მოსახმარი უნდა იყოს. :) გარდა ინფორმაციისა მიმდინარე არჩევნების შესახებ, ცესკოს საიტზე უამრავი საარქივო მასალაც ინახება.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოძველებული ვებსაიტის მთლიანად განახლება გადაწყდა. ომედიაში სპეციალურად შემუშავდა ახალი პორტალის კონტენტ-სტრუქტურა, მოხდა რამოდენიმე ასეულ მეგაბაიტიანი მონაცემთა ბაზის რესტრუქტურიზება და ოპტიმიზირება ახალი საიტის განსხვავებული პრინციპებისთვის. ინფორმაცია დალაგდა უფრო გასაგებად და ინტუიტიურად ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალი

ომედიაში შეიქმნა ახალი პორტალის ტექნიკური ბირთვი და სამართავი სისტემა. ორენოვანი საიტის ნებისმიერი დეტალის მართვა სპეციალისტის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ცესკოს თანამშრომლები არჩევნების დღეს უახლეს ინფორმაციას უსწრაფესად აწვდიდნენ საიტის მომხმარებლებს.

ცესკოს საიტს ახალი ამბების გასაგებად ყველა ტიპის მომხმარებლები აკითხავენ — დაწყებული ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებით და დამთავრებული უბრალო ამომრჩევლებით. ამიტომაც, ვებგვერდის ინტერფეისსა და მის მოხერხებულობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა.

საარჩევნო კომისიის საიტის გამართული და უნაკლო მუშაობა უმთავრესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი — არჩევნების დღეს. საიტი მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს როგორც ნებისმიერ დროს, ასევე ნებისმიერი მოწყობილობიდანაც კი. საიტზე შემოსული მომხმარებლების ამ პერიოდში დაფიქსირებული რაოდენობა რეკორდული იყო ქართული ვებ-სივრცისთვის. მსგავს დატვირთვას სტანდარტულ სერვერზე განთავსებული პორტალი შეფერხებების გარეშე მოემსახურა.

English