სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებსაიტი

http://cdi.org.ge/ ნოემბერი, 2009

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე მეხუთე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ინსტიტუტის მისია საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურის ეკოლოგიის დანერგვა, განათლების როლის ზრდა, გარემოს გარდაქმნა და ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაში თითოეული მოქალაქის მოტივირებული მონაწილეობის ხელშეწყობაა.

ამიერიდან, ორგანიზაციის ახალი ვებსაიტი, რომელიც ომედიაში შეიქმნა, დაეხმარება ინსტიტუტს თავისი მიზნების მაქსიმალურად სწრაფად მიღწევაში. :) სამენოვანი საიტი ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს „სგი“-ის ისტორიის, მისიისა და პროექტების შესახებ. აქვეა მოთავსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციათა მუდმივად განახლებადი ბაზები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - მთავარი გვერდი

ხსენებული ინფორმაციის გარდა, ორგანიზაციის ვებსაიტი ითავსებს ახალი ამბების პორტალის ფუნქციას — იგი ოპერატიულად შეივსება რეგიონული პრესის მიერ მოწოდებული ახალი ამბებით მთელი საქართველოს რეგიონებიდან, რაც ხელს შეუწყობს ამ მედია-საშუალებების პოპულარიზაციას ახლა უკვე ინტერნეტის საშუალებითაც.

English