ბრავო რექორდსის ვებსაიტები
ბრავო რექორდსი TBC Entertainment Holding-ში შემავალი ახალი კომპანიაა, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდიასა და მუსიკალურ ბიზნეს კომპანიას (ლეიბლს) აერთიანებს.
ხმის ჩამწერი სტუდია Bravo Records ტექნიკური მაჩვენებლებით და სტუდიაში მომუშავე პერსონალით, საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში. გარდა მუსიკალური მომსახურებისა, სტუდია ნებისმიერ მსურველს ვიდეო-პროდაქშენისა და დისკების ტირაჟირების სერვისებსაც სთავაზობს.
მუსიკალური ბიზნეს კომპანია Bravo Records ასეთი ტიპის პირველი კომპანიაა საქართველოში. იგი მუსიკოსის კარიერის განვითარებას, მენეჯმენტს და საავტორო უფლებების მართვას განახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.