ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის ვებსაიტი

http://bni.edu.ge/ მაისი, 2009

ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი ქართული საზღვაო მომზადების ცენტრია. სასწავლებელი აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის — იხვეწება აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები და მუშავდება ახალი სამაგისტრო კურსები.

მზადების მთავარი შემადგენელი კი ინსტიტუტის ახალი ვებსაიტია, რომელიც ომედიაში შემუშავდა. რესურსი განათლების სამინისტროსა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაციის დაცვითაა შექმნილი.

ვებსაიტი აბიტურიენტთათვის ნავიგატორის ფუნქციას შეასრულებს და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. :) მათ აქ დახვდებათ ამომწურავი ინფორმაცია ინსტიტუტის, მისი ისტორიის, აკადემიური პერსონალისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.

ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - მთავარი გვერდი

English