პორტალი „ბლოგერების სახლი“

http://blogger.ge აპრილი, 2012

ბლოგერების სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტია. ბლოგინგ-პლატფორმა, რომელიც ომედიაში შეიქმნა, მრავალფუნქციური სერვისია, სადაც დარეგისტრირება და საკუთარი ბლოგის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტის მიზანი დამწყები და გამოცდილი ბლოგერებისთვის საერთო სადისკუსიო სივრცის შექმნაა. გარდა ონლაინ-სივრცისა, ბლოგერების სახლის შეხვედრები რეალურ სამყაროშიც გაიმართება. შეხვედრების ვიდეო-ჩანაწერები კი პორტალზე განთავსდება.

blogger.ge-ს ბლოგერებს რეგისტრაციის შემდეგ საშუალება ეძლევათ საკუთარი ბლოგის ვიზუალური ელემენტები სრულად მოარგონ საკუთარ გემოვნებას.

English