ვებსაიტი ტელეპროექტისთვის „ბინა“

http://bina.rustavi2.com/ მაისი, 2008

„ბინა“ ყველაზე კეთილმოწყობილი პროექტია ქართულ ტელესივრცეში. რამოდენიმედღიანი სტუმრობის შემდეგ, მათ შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ თქვენი ბინა, მხოლოდ ერთი ოთახის გარემონტებით :)

ამ გადაცემის მოყვარულთათვის და მათთვის, ვისაც „ბინის“ საკუთარ ბინაში შეშვება უნდა, ომედიამ ოფიციალური პორტალი დაამზადა. გადაცემის საიტზე მაყურებელს უკანასკნელი და მომავალი ეპიზოდების შესახებ შეუძლია ინფორმაციის მიღება.

პორტალის ძირითადი ნაწილი ყოველი ეპიზოდის დეტალური აღწერაა. აქ შეგიძლიათ თავად შოუს დიზაინერების მონათხრობით შეიტყოთ ყოველი ოთახის მოწყობის პრინციპების შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაცია ყოველი დეტალის გარშემო, განსაკუთრებით ინტერიერის მომავალ დიზაინერებსა და, უბრალოდ, ამ სფეროს მოყვარულთათვის იქნება საინტერესო.

ტელეპროექტი ბინა, მთავარი გვერდი

თუ რომელიმე გადაცემა გამოგრჩათ, მისი აღწერის წაკითხვის გარდა, მთლიანი ეპიზოდის ყურებაც შეგიძლიათ. ვიდეო-არქივში ყველა სეზონის მანძილზე გასული ყველა ეპიზოდია განთავსებული.

გარდა ამისა, „ბინის“ საიტზე საინტერესო ინფორმაციას გადაცემის უმშვენიერესი წამყვანის თაყვანისმცემლებიც იპოვიან :)

English