ბარი 4-ის ვებსაიტი

http://bar.online.ge/ (საიტი ოფლაინშია) ოქტომბერი, 2007

ბარი კვლავ ეთერშია! ამჯერად — ბარი 4, ბოლო ბარი. ქართული ტელესივრცის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რეალითი-შოუს დასკვნითი სეზონი განსაკუთრებული იქნება. პროდიუსერები და თავად ბარელებიც ყველაზე დასამახსოვრებელი სანახაობის შექმნას აპირებენ :)

ბოლო ბარის საიტი ომედიაში შეიქმნა. ბარის მონაწილეების ინტრიგებით დახლართული ცხოვრების ყოველი წუთისთვის თვალის დევნება მაყურებელს ბარის პორტალიდან შეუძლია. აქვეა სიახლეები პროექტიდან, ინტერვიუები ბარელებთან, ფოტო და ვიდეო გალერეები. გულშემატკივრებისთვის გახსნილია ფორუმი, ჩეთი და 24 საათიანი წვდომა პირდაპირი ვიდეო-სტრიმინგის ოთხ კამერასთან.

ნახეთ ბარის საიტზე ყველაფერი, რაც ტელევიზორშია და ისიც, რაც ეთერს მიღმა რჩება :)

ბარი 4-ის ვებსაიტი

English