არომაპროდუქტის ვებსაიტი

http://aroma.ge იანვარი, 2012

„არომაპროდუქტი“ დამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიაა საქართველოში. ჯგუფს 20-წლიანი გამოცდილება აქვს უმაღლესი ხარისხის ნატურალური წვენების, ჯემების, მურაბების, სოუსების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოებაში.

ომედიაში შექმნილი ახალი ვებსაიტი არომაპროდუქტს მსხვილი შემსყიდველებისა და ახალი ბიზნეს-პარტნიორების პოვნაში დაეხმარება. პრომო-საიტზე ყველაფერია კომპანიისა და მისი პროდუქციის შესახებ — აღწერილია გამოყენებული ნედლეულის განსაკუთრებული თვისებები, წარმოების სერტიფიცირებული მეთოდები და საბოლოო პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები.

English