ალდაგის აპლიკაცია „ჩემი მოგზაურობა“

http://apps.facebook.com/aldagitravel ოქტომბერი, 2012

ზაფხულის დასრულების შემდეგ, საკუთარი შვებულების ამსახველი ფოტოების ფეისბუქზე გამოფენა ბევრისთვის სავალდებულო მოვლენაა. თუმცა, დიდი ალბათობით, ყველა ვერ ახერხებს მისთვის საოცნებო ადგილის რეალურად მონახულებას.

ასეთ ადამიანებს ალდაგის ახალი facebook-აპლიკაცია — „ჩემი მოგზაურობა“ დაეხმარება, რომელიც ომედიაში შეიქმნა. მისი საშუალებით ფეისბუქის მომხმარებლებს შეუძლიათ ვირტუალურად მოინახულონ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტები და საკუთარი თავი მათ ფონზე „აღბეჭდონ“. საბოლოო კოლაჟით მეგობრების მოტყუება რთული იქნება, თუმცა, შესაძლოა უახლოეს მომავალში ეს ფოტო რეალობისგან არცისე შორს აღმოჩნდეს... :)

English