პრომო-საიტი სერიალისთვის „მესამე თაობა“
http://mesametaoba.ge/
18 ივნისი, 2009
პირველი არხის განახლებასთან ერთად, სტუდია „ფორმულა კრეატივმა“ ახალი თინეიჯერული
სიტკომის წარმოება დაიწყო. „მესამე თაობის“ სიუჟეტი სტუდენტური ცხოვრების სახალისო ისტორიებზეა
აგებული, რომელთა ნაკლებობას სერიალის მრავალფეროვანი პერსონაჟები ნამდვილად არ განიცდიან :)
პერსონაჟების მსგავსად, შოუს მაყურებლებიც „მესამე თაობის“ წარმომადგენლები არიან,
ვისთვისაც ინტერნეტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. :) სწორედ ამიტომ,
სერიალისთვის ოფიციალური საიტი დამზადდა და ეს საქმე ომედიამ შეასრულა.
