სტუდია ომედია - ბლოგი

ელფოსტის მახინჯი მისამართები
ბევრჯერ უკითხავთ ხოლმე ჩემთვის ნაცნობებს, ზოგს ასეთი უცნაური ელფოსტა რატომ აქვსო?
ალბათ თქვენც შეგინიშნავთ, რომ ხშირად სხვადასხვა ფორუმებზე, ბლოგებში ან სხვა საიტებზე
ხალხი საკუთარი ელფოსტის მისამართს „დამახინჯებულად“ წერს ხოლმე. მაგალითად, ასე:
my[@]email.com ან ასე: my_აქქეიცითრაც_email.com

თუ არ იცით გეტყვით, რომ ამის მიზეზი მარტივია — მათ არ სურთ საკუთარი ელფოსტის
მისამართები სპამერებს ჩაუვარდეთ ხელში. სპამერებს, ანუ იმ ხალხს, ვინც არასასურველ,
სარეკლამო წერილებს აგზავნიან ჩვენ ინბოქსებში. სპამერები კი, როგორც წესი,
ელფოსტის მისამართებს ავტომატურად აგროვებენ.

გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია
სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში. :)

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება
მენიუს შექმნა CSS-ის გამოყენებით,  ზოგადად სირთულეს არ წარმოადგენს. ვისაც პირველი რამოდენიმე თავი მაინც წაუკითხავს ნებისმიერი საშუალო სირთულის წიგნში მარკაპზე, მათთვის, მენიუს გაკეთება ჩვეულებრივი, ტრივიალური ამოცანაა. ამიტომ, ჩემი აზრით ამ თემისადმი პოსტის მიძღვნას დიდი აზრი არ ექნებოდა.

ალბათ პოსტს არც დავწერდი, რომ არა შედარებით არასტრანდარტული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც ბოლოს მომიხდა.

ტეგების ღრუბლის გენერაცია
„ტეგების ღრუბელი“ ვებსაიტებზე სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. იგი ცნობილ ანარეკლებთან და წყვეტილ ხაზგასმებთან ერთად, ყბადაღებული Web 2.0-ის ცნობადი ტრენდია. იდეა მარტივია და შემდეგში მდგომარეობს: საწყისად ვიღებთ სიტყვების, ფრაზების ერთობლიობას და მათი გამოყენებების რაოდენობებს მთელ ვებსაიტზე. ამ რაოდენობების შედარებით, ყოველი ტეგისთვის ისაზღვრება ე.წ. „წონა“, ანუ, მისი გამოყენების სიხშირე და, შესაბამისად, აქტუალურობა. მათი ვიზუალური წარმოდგენისას კი, „წონა“ გამოიხატება თითოეული ტეგის ფონტის ზომაში და, ზოგ შემთხვევაში, ფერის ტონალობებშიც. ტეგი წარმოადგენს ბმულიან ტექსტს, ხოლო ტეგების ღრუბელი კი ამ სხვადასხვა ზომის ბმულების ერთობლიობაა.

შემთხვევითი რიცხვები
ყოველთვის მაინტერესებდა (და ალბათ ყველასთვის საინტერესო გახდება, ვინც დაფიქრდება ამ საკითხზე) თუ, როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მომითხოვია კომპიუტერისთვის შემთხვევითი რიცხვი და მიმიღია კიდეც! უამრავი ფუნქცია აქვს სხვადასხვა პროგრამირების ენებს. არადა, ხომ საინტერესოა როგორ ხდება და რა ხდება? ცხადია, რომ რეალურად შემთხვევით რიცხვებთან ვერ (!) გვექნება საქმე, რადგანაც კომპიუტერისთვის ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული ალგორითმია, მისთვის ხომ შემთხვევითობა არ არსებობს.

პირველი სმაილი
ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია — მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!

ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)

თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?
გთავაზობთ ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანს.

ლექცია ეხება ბუნების, სამყაროს დეტერმინიზირების საკითხს. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ (გამოვიცნოთ) მომავალი, თუ ის თვითნებური და შემთხვევითია?

მაშ ასე, დავიწყოთ :)