ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია — მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!
ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)

Rocko