ომედია სტუდია

ბლოგი იუზაბილითი

ყველა პოსტი ომედიას ბლოგიდან ტეგით „იუზაბილითი“.

ომედიელი:Rocko

გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

10 თებერვალი, 2009  •  40 კომენტარი  •  წაკითხულია 16146-ჯერ

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში. :)

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: ავატარი გრავატარი gravatar იუზაბილითი უნიფიცირება

P.S. ღრუბელი

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D
Omedia Studio