ბლოგი → პირველი სმაილი
ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია — მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!
ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)
აი ეს წერილიც, ორიგინალში:
19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman :-)
From: Scott E Fahlman
I propose that the following character sequence for joke markers:
:-)
Read it sideways. Actually, it is probably more economical to mark things that are NOT jokes, given current trends. For this, use
:-(
სწორედ ამ პოსტიდან დაიწყო სმაილიკის ისტორია :)
იგი მომენტალურად აიტაცა მსოფლიომ — ნიუსგრუპებში და პირველყოფილ მოფორუმო წარმონაქმნებში, ელფოსტის გზავნილებში და ჩეთების შეტყობინებებში, SMS-ებსა და მყისიერი შეტყობინებების პროგრამებში…
ერთი სიტყვით ყველგან, სადაც კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას ტექსტუალური მხარე წარმოადგენდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ონლაინში ადამიანთან ურთიერთობა სმაილების საშუალებით ემოციის გამოხატვის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია; ყველგან — ფორუმში, ჩეთში ან თუნდაც მესინჯერში…
ერთმა სმაილიკმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მთელი პოსტის აზრი… ან სულაც ერთი სმაილიკი იყოს საკმარისი მთელი სათქმელის გამოსახატად :)
ზუსტად ამიტომ, ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება, თუ რატომ არ იყენებენ თანამედროვე ბეჭდვით გამოცემებში ემოციის გამომხატავ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას, რომელიც უკვე 20 წელია ვების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც წესი, სმაილიკები მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე: სტატიებში სმაილების შესახებ და ახალგაზრდულ, ნაკლებად სერიოზულ გამოცემებში.
რეალურად კი, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი სასვენი ნიშნები არსებობს ხასიათისა და ემოციის გადმოსაცემად — ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, სამწერტილი (ზოგ შემთხვევაში…)
ისმის კითხვა: რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სმაილიკები? ისინიც ხომ ჩვეულებრივი პუნქტუაციის ნიშნებისგან არიან შედგენილნი? შემდეგში რომელიმე სტატიის კითხვისას დაფიქრდით, როგორ მოუხდებოდა ზოგ ადგილს ასეთი სმაილიკი ;) ან ასეთი :D ან თუნდაც ასეთი :( ან ნეტავ რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი, რომ რომელიმე თემაში ან რეფერატში გამოგეყენებინათ ისინი? მე გავბედე რამოდენიმეჯერ, საბედნიეროდ, „თანამედროვე“ ლექტორები მყავდა :)
სწორედ ამ მიზეზების გამო, omedia.ge-ზეც ბევრ ადგილზე შეხვდებით სმაილებს, ბლოგის გარეთაც. რატომაც არა? :)
კროს-პოსტი ბლოგიდან Rocko.Ge
49 კომენტარი:
კომენტარის დამატება:
იგზავნება
გმადლობ, კომენტარი დამატებულია.

ძალიან მომეწონა თქვენი საიტი. არაჩვეულებრივი დიზაინია. :)
ნუ მე სკოლაში გავბედე იგივე :) თითქმის ყველა მასწ. მყავს სკაიპშიც და ოდნოზეც,ასე რომ არ გაკვირვებიათ :D
წარმატებები!
მომეწონა :)
კაი საიტი ;)
კაი ხალხი ;)
უფრო კაი განწყობა :)
წარმატებები ბიჭებო და გოგოებო :)
სასიამოვნო ფერებით.
წარმატებები
ჰეჰეეეე.... დამაინტრიგებელი პოსტი იყო ... 312 ე ვიყავი..... :D :D :D ...
შემოგივლით ხოლმე:)
creativity rules:))))))
Good Luck!!!
(:თვალებშივარსკვლავებიანისმაილი:)
კარგი საიტია ნამდვილად; სმაილკების ისტორიის გაგრძელება და მათი გავლენა ინტერნეტ-მეტყველებაზე იხილეთ აქ: www.smiley.clan.su
ან აქ: http://kartvelianlinguistics.ning.com/group/georgianinternetlanguage?page=1#comments
ასეთი ბევრი სხვადასხვა საიტები მინახავს :))
მე ვხატავ და გამოპენაც მკონდა 6 ჯერ :)) სხვა ქვეყანაში ვარ :)
ფილმსაც ვიღებ ცოატა უნდა ვისწავლო ფილმის გადახება
ფოტო გადაღება : ) ფოტოშჰოფი :))
ვალეტებ სათამაშოებს და საყუურეებს და ბეჯდებს
მოგვიანებით ჩემ საიტსაც გავაკეთებ და განახებთ :))
ნუუ არ შეიმჩნიოთ............................:))
უფ რააა:D
სიცილაკები, ჩემი აზით, უნდა გამოიყენებოდეს სწორედ რომ ახალგაზრდულ და ნაკლებად სერიოზულ სტატიებში, ასე რომ :)
ra tqma unda vinc daijera cota problema aq logikastan :D :D :D